სტატისტიკა


დიალოგი

ყოველ საღამოს მე ვვარჯიშობ ჩემ სახლთან ახლო პარკში.გზად მიმავალს ბუჩქებთან ჩაცუცქული ბიჭი შევამჩნიე,რომელიც სიგარეტის კვამლში იყო გახვეული.საუბრის წამოსაწყებად ვთხოვე ერთი ღერი სიგარეტი.მან თამბაქოსთან ერთად სანთებელაც გამომიწოდა.საუბარიც ასე დავიწყე :
- შენი სახელი ძმაო?
- ვაჩე.შენ?
- გარიკ.რამდენი წლის ხარ?
- ცამეტის.
- ცამეტი წლის ხარ და უკვე სიგარეტს ეწევი?
სიამაყით მიპასუხა : - და თან ორი წელია.....
- კი მაგრამ,რატომ?
- ორი წლის წინ გადმოვედი ამ სკოლაში (და ხელი გაიშვირა იქვე მდგარ შენობაზე) და ჩემმა ძმაკაცმა „ფაიქამ“ გამასინჯა პირველად.
(შევამჩნიე,რომ დიდი სიამაყის გრძნობით მიყვებოდა)
მე გადავწყვიტე ამეხსნა,თუ რა ზიანს მოუტანდა სიგარეტი მის ჯანმრთელობას.მოვიშველიე მეცნიერებისა და ექიმების სიტყვები,გავაცანი მწეველთა სტატისტიკა , მაგრამ მივხვდი,რომ სრულიად ამაოდ ვლაპარაკობდი.რადგან ვაჩე ცდილობდა თავის დამკვიდრებას თანატოლებში.დავუბრუნე სანთებელა.გადავტეხე სიგარეტის ღერი,ფეხებით გადაუარე და განვაგრძე გზა.
გაოგნებული თვალებით შემომცქეროდა......

P.S. მე ვთვლი, რომ პიროვნების დასამკვიდრებლად არ არის აუცილებელი თამბაქოდამოკიდებულები ვიყოთ.სტატისტიკურად სიგარეტის მოწევას იწყებენ 14+ წლიდან , რადგან ჰგონიათ, რომ ძლიერები და ავტორიტეტულები იქნებიან.



გამოკითხვა უფროს თაობებში


კითხვა : მაინტერესებს თქვენი აზრი მოზარდი თაობის მიერ თამბაქოს მოხმარების თაობაზე.

ლია (50 წლის,პედაგოგი) : ჩემი აზრით, ძალიან ცუდია , რომ მოზარდი თაობა თამბაქოდამოკიდებული ხდება.
ლალი (52 წლის ,დიასახლისი) მე პირადად ლიბერალურად ვუყურებ ამ საკითხს.ყოველი პიროვნების ნებაა.მკაცრი აკრძალვების წინააღმდეგი ვარ.
დიმიტრი (33 წლის, მშენებელი)  მკაცრად არ უნდა მივუდგეთ, მაგრამ უდა იყოს ახსნა.
თამაზი (55 წლის, ფიზიკოსი-ინჟინერი) სჯობია არ მოწიონ,თორე გვიანი იქნება.

ნინა (78 წლის,პენსიონერი) მე თამბაქოს მოწინააღმდეგე ვარ !

Комментариев нет:

Отправить комментарий