ექიმების თვალსაზრისი



საერთოდ მოწევას განიხილავენ,როგორც რისკის ფაქტორს,რომელიც ხელს უწყობს მომავალში ქრონიკული და  დამღუპველი   დაავადებების განვითარებას. მოზარდის ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა არასაყრელი ფაქტორებისადმი.ამიტომ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად,უნდა გვქონდეს უფრო ფართო წარმოდგენები,თუ რა გავლენას იქონიებს თამბაქოს მოხმარება ახალგაზრდობის პერიოდში.

დამღუპველი დაავადებების შეძენის რისკი პირდაპირ არის დაკავშირებული თამბაქოს მოხმარების პერიოდთან.მწეველი მოზარდი არ აცნობიერებს თამბაქოს მოხმარების სრულ საფრთხეს.მას ჰგონია,რომ უკანასსკნელი პოტენციური საფრთხეა.მოზარდი ვერ ხვდება,რომ დაავადების მიღების ვადა დროის საკითხია - ზოგიერთისთვის 5 წელია,ზოგიერთისთვის 10.ვიღაცისთვის კი,მომდევნო სიგარეტის ღერი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს!

ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემები პასიური მწეველების შესახებ,რომლებიც შეისუნთქავენ თამბაქოს კვამლს.აღმოჩნდა,რომ ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან რესპირატორული ინფექციებით და ქრონიკული ოტიტებით.

აღსანიშნავია,რომ არახელსაყრელი გარდაქმნები მოზარდის ორგანიზმში მოწევის დაწყებიდან მოკლე პერიოდში იწყება.განვიხილოთ დეტალურად:
კვლევები აჩვენებენ,რომ მოზარდებს მოწევაში მცირე გამოცდილებით(6 თვე - 2 წელი) დარღვეული აქვთ სუნთქვის რეგულაციის მექანიზმები,იგი ნაკლებად
 ეკონომიური ხდება.ერთი სიგარეტის მოწევის შემდეგ მომხმარებელს აღენიშნება ხანგრძლივი(10 წთ.) თვალის წვრილი სისხლძარღვების შევიწროება.მცირეწლოვან მოზარდებს,უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები აღენიშნებათ თავის ტვინის სისხლმიმოქცევაში.მწეველებს  აქვთ უფრო მაღალი არტერიული წნევა,ბრონქიტი.მწეველ გოგო-სტუდენტებს,აღენიშნებათ დიდ რაოდენობით საჩივრები : იმუნიტეტის დაქვეითება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის , გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

დაავადებების რაოდენობა გაცილებით მეტია,ვიდრე ტაბულაშია ჩამოთვლილი!!!

სისტემა
გამოწვეული დაავადებები
საჭმლის მომნელებელი სისტემა
გასტრიტი,თორმეტგოჯასა და კუჭის წყლული,კუჭის ანთება,ეროზიები,მჟავიანობის მომატება,კოლიტი,სიმსივნეები.
სასუნთქი სისტემა
ქრონიკული ბრონქიტი,ასთმა,ემფიზემა,ლორწოს ჰიპერსეკრეცია,ფარინგიტი,ბრონქოსპაზმები,სიმსივნეები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
არტერიული წნევის მომატება,ათეროსკლეროზი,მიოკარდის ინფარქტი,სტენოკარდია,გულის იშემიური დაავადება,სისხლძარღვების სპაზმი,თრომბოზი.
ექსკრეტორული სისტემა
ლორწოვანი გარსის დაზიანება,ცისტიტი,ბუასილი.
ნერვული სისტემა
ნევროზი,სმენისა და მხედველობის დაქვეითება,რადიკულიტი,ინსულტი,სიმსივნეები,“რთული ხასიათის“ სინდრომი.
რეპროდუქციული სისტემა
იმპოტენცია,ქრონიკული ანთებითი პროცესები,მენსტრუალური ციკლის დარღვევა,უშვილობა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
სიმსივნეები,ოსტეპოროზი,ქრონიკული დაღლილობა.
ენდოკრინული
სასქესო ჰორმონების გამოყოფის შემცირება,დიაბეტი,ჩიყვი.

Комментариев нет:

Отправить комментарий