суббота, 17 октября 2015 г.

ნუ შეუქმნი საფრთხეს მსოფლიოს და შენს მომავალს

     იმისათვის რომ აღმოიფხვრას მოზარდებში მწეველობის ტენდენცია, აუცილებელია მათი შეგნების დონემდე დავიყვანოთ მცნება, რომ ნებისმიერი სახისა თუ ხარისხი სმოსაწევი საზიანოა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ გონებრივი განვითარებისთვისაც, რომელიც საბოლოოდ აისახება მის მომავალ ცხოვრებაზე. მოწევა ნებისმიერი მოზარდისთვის, რომელსაც არასწორად ესმის რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, რა უნდა იყოს მისი პრიორიტეტი,რომელსაც თან ახლავს გარკვეული სახის,თუნდაც მსუბუქი სახის პრობლემები, გამოსავალს მოწევაში ხედავს.
ვინაიდან მოზარდობი სპერიოდი ნიშნავს გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ყველა გრძნობა გამძაფრებულია, პატარა იმედგაცრუებაც კი შეიძლება გახდეს მოზარდის გზიდან გადახვევის მიზეზი.ისინი ადვილად ვარდებიან დეპრესიაში, მუქფერებში აღიქვამენ სამყაროს და სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი გარშემომყოფები გაგებით მოეკიდონ მოზარდის ამა თუ იმ უცნაურ ქცევას და ლოიალურად აუხსნან რომ ეს სწორი არ არის.
უცილებელია ხაზი გაესვას გარემოს თუ რა სახის ადამიანებთან უწევს მოზარდს თანაცხოვრება. მწეველების ოჯახში აღზრდილი ბავშვისთვის თამბაქოს მოხმარება მოთხოვნილებაცაა.
ამის ფაქტები ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ბევრია, მაგალითად ერთ-ერთი ორსული რომელიც ბავშვის მუცლადყოფნის დროს ეწეოდა, მისი დაბადების შემდეგ შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება რათა ბავშვი ნატურალური რძით გამოეკვება, თუმცა ახალშობილი საკვებს ვერ იღებდა და ნერვულად, გაუჩერებლად ტიროდა და როდესაც ექიმს მიმართეს მან უთხრა, რომ ბავშვი უკვე დამოკიდებული იყოთამბაქოზე,ამიტომ აუცილებელი იყო რძეც თამბაქოს გემოთი ყოფილიყო გაჯერებული. სწორედ ამიტომ, დედის  უპასუხისმგებლო საქციელის გამო ბავშვი სამუდამოდ მიეჯაჭვა თამბაქოს.მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის აკრძალულია, ისინი სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ მის შოვნას, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ უფრო რადიკალური ზომების მიღება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს ფასის მკვეთრად გაზრდას. რასაკვირველია ეს მასშტაბურ უკმაყოფილებას გამოიწვევსმაგრამ სანაცვლოდ მნიშვნელოვნად შემცირდება მისი მოხმარე  
აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, რათა მოზარდი თავიდანვე შეეჩვიოს ჯანმთელ ყოფას.
და ბოლოს: ნუ მისცემთ საშუალებას თამბაქოს, დაგისაკუთროთ და განსაზღვროს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.